მეორეული ნარჩენი პროდუქტების ტექნოლოგიური დამუშავების შესწავლა
ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა ჩვენს პლანეტაზე მისი გაჩენის დღიდან იწყება.მას შემდეგ ადამიანი არა მარტო შეეგუა გარემომცველ გარემოს,არამედ აქტიურად დაიწყო მისი გარდაქმნაც:გაჩეხა ტყეები,გადახნა მიწები,გაიყვანა გზები,ააგო ხიდები და კაშხალები,ააშენა ქალაქები.
მრავალი მილიონი წლის განმავლობაში დედამიწაზე ბუნებრივი კომპონენტების გარკვეული წონასწორობა ჩამოყალიბდა.ადამიანი თავისი არსებობის დღიდან გავლენას ახდენს მასზე.
მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ,მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანს გაუადვილა ბუნებრივის გამოყენება. მაგ.: სასარგებლო წიაღისეული,რომელიც ბუნებაში მილიონობით წლის განმავლობაში გროვდებოდა,ადამიანმა სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში სხვადასხვა ტერიტორიაზე გადაიტანა;ადამიანის საქმიანობის შედეგად გაჩნდა ახალი ნივთიერებები და სხეულები,რომლების ბუნებისთვის არ არის მახასიათებელი.
გარემომცველი ბუნების გარდა ადამიანებს არსებობის სხვა წყარო არ გააჩნიათ,ამიტომ მისი სიმდიდრეების გამოყენებისას საჭიროა ზომიერება და მოფრთხილება.ბუნებისგან უნდა ავიღოთ იმდენი,რამდენიც გვესაჭიროება და გამოვიყენოთ მთლიანად და ეკონომიურად. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვდგებით.
დედამიწის მოსახლეობის ზრდასა და მათი ასევე მზარდი
მოთხოვნილებების პარალელურად გამუდმებით იზრდება პროდუქციისა და მომსახურების
წარმოების, ასევე მათი მოხმარების რაოდენობა. შედეგად ჩვენს პლანეტაზე წარმოიქმნა
ნარჩენების უზარმაზარი რაოდენობა, რამაც მრავალ ქვეყანაში "ნარჩენების
კრიზისი" გამოიწვია. დღეს მსოფლიოში ერთი ქვეყანაც კი არ არსებობს,
ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ ჰქონდეს.
ნარჩენები
არსებობს სამრეწველო და საყოფაცხოვრებო. სამრეწველო ნარჩენები - ეს არის
ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნებიან
პროდუქციის წარმოებისას ან სამუშაოთა წარმოებისა და ნაწილობრივ ან სრულიად
დაკარგული აქვთ სამომხმარებლო ღირებულება. გარკვეულწილად მათ განეკუთვნება
ფიზიკური ან მორალური ცვეთის შედეგად მოძველებული ნაკეთობები და მანქანები.
საყოფაცხოვრებო (კომუნალური) ნარჩენები - ყოფა-ცხოვრებაში არარეციკლირებული მყარი
ნივთიერებები, რომლებიც საყოფაცხოვრებო საგნების ამორტიზაციისა და თავად
ადამიანების ცხოვრების შედეგად წარმოიქმნებიან. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს
აკუთვნებენ ასევე კომუნალურ- საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების მყარ ნაწილს - მათ
ნალექს. რა საფრთხეს უქმნის დაბინძურებული გარემო ჯანმრთელობას?
პლასტმასის ბოთლის სრულად დაშლას 450 წელი სჭირდება, ვაშლის ნარჩენის სრულად დაშლას კი დაახლოებით 2 თვე. 200-დან 1000 წლამდე პერიოდს მოიცავს პოლიეთილენის პარკის სრულად დაშლა, ხოლო მისი ნაგავში ჩაგდება სულ რამდენიმე წამს.
ქუჩაში დაყრილი ნაგვით დაბინძურებული გარემო საფრთხეს ჯანმრთელობას უქმნის.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით 102 დაავადებიდან 85 სწორედ დაბინძურებული გარემოთი არის გამოწვეული.
„ნარჩენები, რომელიც გარემოს აბინძურებს, აბინძურებს ასევე ეკოსისტემას, ატმოსფერულ ჰაერს, წყალს და იწვევს ინფექციური დაავადებების გავრცელებას. გარემოს მავნე ფაქტორების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ავადობის 24, ხოლო სიკვდილიანობის
23% მიზეზი გახლავთ“.
ქუჩაში დაყრილი ბოთლები, პარკები, ქაღალდები, ერთი სიტყვით ნაგავი. ეს რეალობაა თბილისში. დედაქალაქს ეს პრობლემა დიდი ხანია აწუხებს. მოსახლეობის დიდი პროცენტი ქუჩაში ნაგავს ყრის. ნაგვით სავსე ქუჩების დასუფთავებაზე კი ძირითადად სპეციალური სამსახურები ზრუნავენ.
პოლიეთილენის პარკებითა და ქაღალდებით დაბინძურებული ადგილის პოვნა მარტივია დედაქალაქის როგორც ცენტრალურ ქუჩებში, ისე მის გარეუბნებ\ში.დასუფთავების სამსახური თბილისში თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობსვაშ„ქალაქისდასუფთავებაზე ზრუნავს3600ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან და ასუფთავებენ ქალაქის ქუჩებს. ასევე ხდება ქალაქში წარმომქმნელი ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ნაგავსაყრელ პოლიგონზე
, თუმცა სისუფთავეზე ზრუნვა მხოლოდ მათი პრობლემა არ არის.
თბილისი ეკოლოგიურად დაბინძურებული ქალაქების ათეულში შედის.რ
აძემ
‘’ნაციონალური მოძრაობა’’ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უკვე მრავალი წელია ცდილობენ
ნარჩენების პრობლემის გადაწყვეტას და ნარჩენების მართვის სფეროში მუდმივად ახალ
ტექნოლოგიებს გვთავაზობენ.
2005 წელს, იაპონიაში ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია 3R-ის
ინიციატივის დანერგვასთან დაკავშირებით. მომდევნო წლის მარტში (2006 წელი) ქ.
ტოკიოში, მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი 3R-ის ინიციატივის განსახილველად
შეიკრიბა. დღეისათვის 3R-ის ინიციატივა
საფუძვლად უდევს ნარჩენების მართვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს
მსოფლიოში.
ტერმინი - 3R შესაბამისი სამი სიტყვის (ანუ იმ სამი ქმედების)
პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების
მართვის პროცესში. ესენია: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება;
Recycle – რეციკლირება ანუ გადამუშავება.
ნარჩენების შემცირება (Reduce) გულისხმობს, ნაკლების ყიდვას და
შესაბამისად ნაკლების მოხმარებას. ნარჩენების შემცირება არის პროცესი ან პოლიტიკა,
რომლის დროსაც ხდება ცალკეულ ადამიანთა ან მთლიანად საზოგადოების მიერ წარმოქმნილი
ნარჩენების რაოდენობის შემცირება. სხვანაირად რომ ვთქვათ, თითოეულმა ჩვენგანმა
უნდა შევიძინოთ ოპტიმალური რაოდენობის როგორც პროდუქტი, ასევე სხვა საქონელი,
რითაც თავიდან ავიცილებთ ნარჩენების წარმოქმნას. ნარჩენების შემცირების გარდა, ამ
პროცესში ასევე იგულისხმება მოხმარებული ენერგიისა და რესურსების შემცირებაც.
ნარჩენების ხელახალი გამოყენება (Reuse) გულისხმობს უკვე
მოხმარებული ნივთების მეორად გამოყენებას. ეს შეიძლება იყოს ნივთების იგივე ან
სხვა დანიშნულებით გამოყენება. საჭირო და კარგ მდგომარეობაში მყოფი ნივთების
გაცვლა ან ხელახალი გამოყენება, მათი ტექნოლოგიური გადამუშავების გარეშე ზოგავს
დროს, ფულს, ენერგიას და რესურსებს. ხელახალი გამოყენების კლასიკური მაგალითებია:
მინის ბოთლების ჩაბარება საწარმოში, სადაც მას ხელახლა იყენებენ პროდუქციის
ჩამოსასხმელად, ავტომობილების და მათი ნაწილების ხელახალი გამოყენება, მეორადი
ტანსაცმლით სარგებლობა და სხვა.
ნარჩენების რეციკლირება, ანუ გადამუშავება (Recycle) ნარჩენების
მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარ კომპონენტად ითვლება და გულისხმობს
გამოყენებული ნივთის ან ნარჩენის ტექნოლოგიურ გადამუშავებას სხვა პროდუქტად. ამ
კომპონენტს უდიდესი ყურადღება ექცეოდა საერთაშორისი დონეზე ჯერ კიდევ, 3R-ის
ინიციატივის დანერგვამდე. რეციკლირების შედეგად მცირდება ნედლი მასალის ან
რესურსის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, ზოგავს ენერგიას, ამცირებს ჰაერისა და
წყლის დაბინძურებას (ნაგავსაყრელებიდან) და ა.შ. დღეისათვის ფართოდ მოხმარებული
ნივთების უმეტესობა გადამუშავებას ექვემდებარება. 2003 წელს ევროკავშირში
მიღებულია სპეციალური კანონი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს
ავალდებულებს დაახარისხონ კონკრეტული 7 სახის ნარჩენი და გააგზავნონ ისინი
შესაბამის ადგილებში რეცილკირებისთვის. ეს მასალებია: ალუმინი, მუყაო, მინა,
ქაღალდი, პლასტმასი, ფოლადი, ხის ნაკეთობა.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ლიტერატურაში სულ უფრო და უფრო
ხშირად ჩნდება ტერმინი 4R. რაც გულისხმობს მეოთხე პრინციპს - შეცვლას (Replace),
რომელიც მოგვიწოდებს შევცვალოთ პოლიეთილენის პაკეტები ქაღალდით, პლასტმასის
ბოთლები და ჭურჭელი - მინის ჭურჭლით, არ გამოვიყენოთ ერთჯერადი მოხმარების საგნები
და ა.შ. სამწუხაროდ, 3R-ის ინიციატივის წარმატებით შესრულების დროსაც კი რჩება
ისეთი ნარჩენები, რომლებსაც ვერც გადავამუშავებთ და ვერც ხელახლა გამოვიყენებთ.
ამიტომ ნარჩენების მართვაში, 3R-ის გარდა, დამატებითი კომპონენტებიც არსებობს.
ყველა ეს კომპონენტი ერთად აღებული ქმნის, ე.წ. "ნარჩენების იერარქიას”,
რომლის საფუძველი მაინც 3R-ის ინიციატივაა.
,,ნარჩენების იერარქიის”
მთავარი ამოცანაა, ნარჩენების მართვის შედეგად ადამიანებმა მივიღოთ მაქსიმალური
პრაქტიკული სარგებელი და მინიმალური ზიანი მივაყენოთ გარემოს. დღეისათვის
ნარჩენების იერარქიის ევროპული მოდელი 5 ძირითადი კომპონენტისაგან შედგება: 1.
შემცირება; 2. ხელახალი გამოყენება; 3. გადამუშავება; 4. ნარჩენების გარდაქმნა
ენერგიად და 5. ნარჩენების განთავსება
ნარჩენების იერარქიის მოდელს ამობრუნებული პირამიდის სახით
გამოსახავენ. პირამიდის თავში მოთავსებულია ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველი
ქმედება - შემცირება, შემდეგ მეორე პრიორიტეტი - ხელახალი გამოყენება,
გადამუშავება და ა.შ. ნარჩენების მდგრადი მართვის მოდელი სქემატურად ასე
გამოისახება.ნარჩენების იერარქიის მეოთხე კომპონენტია ნარჩენების გარდაქმნა
ენერგიად (Energy Recovery), რომელიც გულისხმობს სპეციალური ტექნოლოგიების
მეშვეობით ნარჩენების თერმულ დამუშავება/დაწვას, რომლის დროსაც წარმოიქმნება
სასარგებლო ენერგია. დღეისათვის მიჩნეულია, რომ ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად
ნარჩენების მართვის ინტეგრირებული მეთოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი
ნაწილია, თუმცა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ის მაინც ნაკლებად სასურველ
კომპონენტად ითვლება.
ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის საუკეთესო მაგალითია ნაგავსაყრელებიდან
გამომუშავებული ენერგია, რომელიც დასახლებული პუნქტების ცენტრალური გათბობისათვის
და ელექტრო-ენერგიის მისაღებად შეიძლება გამოიყენოთ. მსგავსი ქმედებები შესაბამისი
კანონით რეგულირდება. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, ბევრ ქვეყანაში ნარჩენების
თერმული დამუშავება ან დაწვა კანონით იკრძალება, თუკი ამის შედეგად არ
გამომუშავდება სასარგებლო ენერგია.
ნარჩენების იერარქიის მეხუთე კომპონენტი - ნარჩენების განთავსება
(Disposal) - გულისხმობს ნარჩენების კანონიერ და კონტროლირებად განთავსებას მიწის
ზედაპირზე. ხშირ შემთხვევაში ხდება ნარჩენების დამარხვა, რაც არასწორი
ტექნოლოგიების შემთხვევაში მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანთა
ჯანმრთელობას. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო ნაგავსაყრელის მოწყობა დიდ
ხარჯებთან არის დაკავშირებული.
პოპულარული და აქტუალურია
ნარჩენების მართვის პრინციპი - ”მიდგომა სრული ციკლის გათვალისწინებით”. მის
საფუძველზე ნარჩენების მართვა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს რესურსების უკეთესად
უტილიზირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილია, რომ ბუნებრივი
რესურსები თანდათანობით მცირდება და, მეორე მხრივ, განაპირობებს ნარჩენების
რაოდენობის შემცირებას, რაც შესაბამისად გარემოზე და ჯანმრთელობაზე ნარჩენების
უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას ნიშნავს.
უკანასკნელ ხანს დამკვიდრდა ტერმინი - ნარჩენების მართვა. ეს
ტერმინი უფრო ფართოა, ვიდრე ცნებები "გადამუშავება",
"რეციკლირება", "ნარჩენებისადმი მოპყრობა", რადგან მოიცავს
ნარჩენების შეგროვების, რეციკლირების (გადამუშავების, დაწვის, დამარხვის...),
ასევე მათი რაოდენობის შემცირების ღონისძიებებს. დღესდღეობით, მყარი სამრეწველო და
საყოფაცხოვრებო ნარჩენების (მსსნ) მართვის სტრატეგია ხორციელდება ნარჩენების
მოცილების ქიმიურ-ტექნოლოგიური სისტემის
პირდაპირ ანარეკლს შეადგენს.
ნარჩენების სწორი მართვა საკმაოდ რთული პროცესია და მთავრობისა და
მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას მოითხოვს. თანამედროვე მსოფლიოში ნარჩენების
მართვის სხვადასხვა წარმატებული სქემა არსებობს, თუმცა არსებობს საკითხები,
რომლებსაც თითქმის ყველა სქემა ითვალისწინებს. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია
შემუშავდეს ნარჩენების მართვის ეფექტური გეგმა. რომელიც თავის მხრივ, სამოქმედო
გეგმისაგან შედგება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს.ნარჩენების კომპლექსური მართვა
იწყება იმ შეხედულების ცვლილებიდან, თუ რას წარმოადგენენ საყოფაცხოვრებო
ნარჩენები. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემისადმი ტრადიციული მიდგომა
ორიენტირდებოდა გარემოზე მათი სახიფათო ზემოქმედების შემცირებაზე: ნაგავსაყრელის
იზოლაცია გრუნტის წყლებისაგან, ნაგავსაწვავი ქარხნის გამონატყორცნების გაწმენდა და
სხვა. პრობლემისადმი არატრადიციული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ გაცილებით
იოლია გაკონტროლდეს (ვაკონტროლოთ) რა ხვდება ნაგავსაყრელებზე, ვიდრე ის, თუ რა
ხვდება ნაგავსაყრელებიდან გარემოში.
ნარჩენების კომპლექსური
მართვის კონცეფციის საფუძველი გახლავთ - საყოფაცხოვრებო ნარჩენები შედგებიან
სხვადასხვა კომპონენტებისაგან, რომლებიც იდეალურ შემთხვევაში არ უნდა შეერიოს
ერთმანეთს, არამედ უნდა მოხდეს მათი რეციკლირება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად
ყველაზე მეტად მისაღები ეკოლოგიური და ეკონომიკური მეთოდებით. ნარჩენების კომპლექსური
მართვის სისტემა, რომელიც დამკვიდრებულია წლების განმავლობაში განვითარებულ
ქვეყნებში, საქართველოსათვის გარკვეულ სიახლესა და პრობლემას წარმოადგენს.
საქართველოში ნარჩენების მართვისა და შესაბამისი საკანონმდებლო
რეგულირების თემა ბოლო 10 წელია აქტუალურად განიხილება როგორც სამთავრობო და
არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საზოგადოების მიერ. თუმცა ამ განხილვებს
რეალური შედეგები ჯერჯერობით არ მოჰყოლია არც ნარჩენების მართვის სტრატეგიის და
არც საკანონმდებლო რეგულირების სისტემის შემუშავების თვალსაზრისით.
ამრიგად, მყარი ნარჩენების
გაუვნებელყოფისა და გადამუშავების პრობლემა დღესდღეობით ერთ- ერთი მნიშვნელოვანი
ეკოლოგიური პრობლემაა, რომლის საბოლოო გადაჭრა მრავალ პრობლემას უკავშირდება -
ნარჩენების საკითხის გადაწყვეტა ინტეგრირებულ მიდგომას საჭიროებს. ევროკომისიისა
და ეროვნულ დონეებზე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულმა პოლიტიკამ და
კანონმდებლობამ ძირითადი ყურადღება ნარჩენების წარმოქმნის შემცირებასა და მათი
სასარგებლოდ გამოყენების უზრუნველყოფაზე გადაიტანა. თითოეულ ქვეყანას ნარჩენების
მართვის მისთვის დამახასიათებელი სისტემა გააჩნია, რომელიც ამ კონკრეტული ქვეყნის
სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ სპეციფიკაზეა მორგებული. საქართველოსათვის
მისაღები სისტემის შესამუშავებლად მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაცნობა და
გააზრება
ზოგადად ეკოლოგია 21-ე საუკუნის ერთ–ერთი გლობალური პრობლემაა, რადგან თანამედროვემეცნიერულ – ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თანდათან იზრდება ეკოლოგიურიპრობლემებიც. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მეტად მწვავედ დგას ამპრობლემების წინაშე. ჰაერის, წყალისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება, ეს სწორედ ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანიააქტიურად განიხილავს
No comments:
Post a Comment